კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

გიორგი ქინქლაძე სინჯებზე ბოკა ხუნიორსში იმყოფებოდა – ის ვარჯიშის დროს მარადონას შორიდან უყურებდა

გიორგი ქინქლაძეს ბოკაში თამაში შეეძლო

Image source: enunabaldosa.com

 

რუსულმა პოპულარულმა გამოცემამ, sports.ru-მ საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი ფეხბურთელის გიორგი ქინქლაძის კარიერის ერთი საინტერესო პერიოდი გაიხსენა, როცა ის არგენტინულ “ბოკა ხუნიორსში” სინჯებზე იმყოფებოდა.

ქინქლაძე შეიხების მოსვლამდე, როგორც “სიტის” საუკეთესო ლეგიონერი, ისე ახსოვთ ფანებს. ის ასევე თავისი თაობის საუკეთესო ქართველი ფეხბურთელი იყო, მაგრამ როგორც ყოველთვის, გიორგიმ თავისი ნიჭი სრულად ვერ გამოიყენა.

თბილისის “დინამოს” პრეზიდენტი, მერაბ ჟორდანია მადრიდის “ატლეტიკოს” 200 ათას ფუნტად იჯარაზე შეუთანხმდა. გოჩა ჯამარაულთან და მიხეილ ყაველაშვილთან ერთად გიორგი მადრიდში გაემგზავრა სინჯებზე. იქ რაღაც ისე ვერ წავიდა, მაგრამ აგენტმა, რომელმაც ფეხბურთელი მადრიდში ჩაიყვანა, მას “ბოკა ხუნიორსის” ვარიანტი შესთავაზა. ახალგაზრდა ქართველი ადვილად დათანხმდა და სამხრეთ ამერიკაში გაემგზავრა.

დიეგო მარადონა მილიონობით ბავშვის კუმირი იყო და არც ქინქლაძე იყო გამონაკლისი.

ქინქლაძე ინტერვიუში ამბობდა, რომ მარადონა მოდიოდა სავარჯიშოდა და ინდივიდუალურად ვარჯიშობდა – მას წონის პრობლემა ჰქონდა. ქინქლაძე მას შორიდან უყურებდა. უკვე  1995 წლის 1 ივლისს ქართველმა შემტევი “მანჩესტერ სიტის” შეუერთდა.

გავრცელებული ინფორმაციით, 1994 წელს “ბოკადან” ქინქლაძე მადრიდში დაბრუნდა. მართალია, “ატლეტიკოში” არა – უკვე “რეალში“. იქ ის ბუტრაგენიოსთან, ლაუდრუპთან და იეროსთან ერთად რამდენიმე კვირის განმავლობაში ივარჯიშა. მთავარმა მწვრთნელმა, ხორხე ვალდანომ მას მეორე გუნდში დარჩენა შესთავაზა, მაგრამ თბილისიდან მერაბ ჟორდანიამ გიორგის დარეკა, სეზონის ბოლომდე “დინამოს” დახმარება სთხოვა და შემდეგ უცხოეთში გაშვებას დაჰპირდა. ის სიტყვა შეასრულა – 1995 წლის ივლისში, ქინქლაძესიტის” ფეხბურთელი გახდა”, – იხსენებს გამოცემა.

 

 

 

წყარო – sports.ru

 

 

 

 

ბორჯომში საქართველოს ფარიკაობის ფედერაციის მიერ ორგანიზებული შეკრება გრძელდება