კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

გიორგი ქინქლაძე “მანჩესტერ სიტის” ყველა დროის საუკეთესო გუნდში ნომინანტად დასახელდა

Image source: eurosport.com

 

სპორტულ სამყაროში დიდი პოპულარობით მოსარგებლე Onefootball-ი “მანჩესტერ სიტის” ყველა დროის საუკეთესო თერთმეტეულს ამზადებს და ამისთვის სხვადასხვა პოზიციაზე ფეხბურთელებს ირჩევს.

მეორე ნახევარმცველის პოზიციაზე ნომინანტთა შორის დასახელებულია გიორგი ქინქლაძე, რომელიც “მანჩესტერ სიტის” ღირსებას 1995-1998 წლებში იცავდა.

გიორგი ქინქლაძე ნათელი მაგალითია იმისა, თუ როგორ ხვდება მოთამაშე სწორ გუნდში მაგრამ უდროო დროს.

1995 წელს ალან ბოლის აყვანილმა ქართველმა დინამომ მალევე ააჩქარა მეინ როუდელთა თამაში სისწრაფისა და დაბალი გრავიტაციული ცენტრის წყალობით.

მისმა ბრწყინვალებამ იმ სეზონში გუნდის დაქვეითებას მაინც ვერ უშველა, მაგრამ ის ფანებმა შეიყვარეს. ქინქლაძემ კიდევ ორი წელი ითამაშა “სიტის” მაისურით და “აიაქსს” შეუერთდა მას შემდეგ, რაც მანჩესტერუილ კლუბი მე-3 დივიზიონში გავარდა.

ქინქლაძის კარიერული პოტენციალი “სიტიში” მიუღწეველი გამოდგა და ვინ იცის, რა იქნებოდა, რომ ქართველს ამ კლუბის უფრო წარმატებულ პერიოდში ეთამაშა”. – ნათქვამია ვებ-გვერდზე.

სიმბოლურ გუნდში ამ პოზიციაზე საბოლოოდ კოლინ ბელი მოხვდა, ქინქლაძე კი ფერნანდინიოს შემდეგ მესამე ადგილზე გავიდა.

 

 

 

წყარო – onefootball.com

“რუბინის” ქართველმა ლეგიონერებმა პაუზის შემდეგ პირველი ვარჯიში ჩაატარეს (ფოტო)