კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

გიორგი ხარაიშვილმა შვედეთის თასზე მორიგი გოლი გაიტანა

Image source: Goteborg Posten

 

შვედეთის თასზე გიორგი ხარაიშვილი შედეგიან თამაშს აგრძელებს და ზედიზედ მეორე შეხვედრაში მოახერხა გოლის გატანა.

„გიოტებორგი“ „სოლენტუნას“ სტუმრად დაუპირისპირდა და 2:0 იმარჯვა, ხოლო ქართველმა 21-ე წუთზე ანგარიშის გახსნა მოახერხა. გიორგიმ მოედანზე 90 წუთი გაატარა.

„გიოტებორგს“ შვედეთის თასის ჯგუფურ ეტაპზე ორ ტურში 6 ქულა აქვს და მომდევნო შეხვედრაში 7 მარტს, „სირიუსს“ დაუპირისპირდება.

 

წყარო – IFK Goteborg

 

ეროვნული ლიგა მოულოდნელი შედეგით დაიწყო