კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

გიორგი ხარაიშვილის შთამბეჭდავი სტატისტიკა “ორებროსთან” შეხვედრაში SofaScore-ის შეფასებით

ხარაიშვილი საუკეთესოა

Image source: IFK Göteborg

 

საქართველოს ნაკრების ნახევარმცველმა, გიორგი გარაიშვილმა შვედეთის “გიოტებორგში ” მორიგი მატჩი ჩაატაა.

შვედეთის ჩემპიონატის 26-ე ტურში ქართველმა ლეგიონერმა “ორებროს” წინააღმდეგ საშინაო მატჩში სასტარტო შემადგენლობაში გამოვიდა და 76 წუთი ითამაშა.

შეხვედრაში ხარაიშვილი 55-ჯერ შეეხო ბურთს, 5 გადაცემა გააკეთა, ხოლო გადაცემათა სიზუსტემ 82% შეადგინა. მატჩი კი “ორებროს” სასარგებლოდ 0:1 დასრულდა.

სტატისტიკურმა ვებ-გვერდმა SofaScore ქართველი ფეხბურთელის თამაში 8.5 ქულით შეაფასა, რაც მის გუნდში ყველაზე მაღალი შეფასება გამოდგა. ამგვარად ხარაიშვილი “გიოტებორგის” მატჩის საუკეთესო მოთამაშე გახლავთ. მასზე მეტი – 10 ქულა მიიღო მხოლოდ მეტოქე გუნდის მეკარემ, ოსკარ ჯენსონმა.

წყარო – SofaScore

თორნიკე შენგელიას 16 ქულა “ენისეის” წინააღმდეგ მოგებულ მატჩში