კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

    • Vbetnews

      ბოლო ამბები ფეხბურთის, კალათბურთის,ჩოგბურთის და რაგბის შესახებ

გიორგი ხარაიშვილი იმ მოთამაშეთა შორის დაასახელეს, რომელთა დაკარგვაც გუნდებს არ სურთ

Image source: IFK Göteborg

 

გამოცემა fotbolldirekt.se-მ 2019 წლის შედეგებიდან გამომდინარე დასკვნა, რომ შვედეთის ტოპ კლუბების მთელი რიგი ფეხბურთელები იანვარში დიდი ალბათობით სხვა ქვეყნებში გადასვლას მოისურვებენ და გამოარჩია ის მოთამაშეები, რომლებიც უფრო ახლოს არიან უცხოურ კლუბებში გადასვლასთან.

შვედური ვებ-გვერდი “გიოტებორგის” ქართელი ნახევარმცველის, გიორგი ხარაიშვილის შესახებ წერს, რომ კლუბი მის შენარჩუნებას შეეცდება.

გიორგი ხარაიშვილი შესანიშნავ ასაკშია საიმისოდ, რომ თავის კარიერაში მორიგი ნაბიჯი გადადგას წინ. თუმცა, 2019 წელს გამორჩეული ფეხბურტელი გუნდში იყო ალჰასან იუსუფი, რომელიც 2000 წლის დაბადებულია” – ნათქვამია საიტზე.

გამოცემა თვლის, რომ სწორედ ეს ფეხბურთელები იქნებიან იანვრის სანტანსფერო ფანჯრის პერიოდში სხვა გუნდების სამიზნეები და “გიოტებორგი“, რომელსაც 2019 წელს ფინანსურად და შედეგების კუთხით კარგი სეზონი ჰქონდა მათ შენარჩუნებას შეეცდება.

 

წყარო – fotbolldirekt.se

 

ოფიციალურად: გიგა ჭიკაძე UFC-ში მეორე ბრძოლას გამართავს. ცნობილია მეტოქე და ბრძოლის დღე