კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

გიორგი ჯინჯოლავა: “მინდა პროგრესი განვაგრძო და უფრო მაღალ ლიგაში ვითამაშო”

Image source: fcsaburtalo.ge

 

გიორგი ჯინჯოლავა, რომელიც “საბურთალოს” აკადემიის აღზრდილია, იჯარით ესპანურ კლუბ “ბენიდორმში” თამაშობს. ასაკობრივი ნაკრების ფეხბურთელს ევროპაში თბილისიდან დაუკავშირდნენ და სხვადასხვა საკითხებზე გაესაუბრნენ.

 

გიორგი, როგორ შეეგუეთ ახალ გარემოსა და კლუბს?

– ძალიან თბილად მიმიღეს ფეხბურთელებმა. ახლა, რამდენიმე ლეგიონერთან ერთად ნაქირავებ ბინაში ვცხოვრობ. ამ ფაქტორმა უფრო გამიადვილა გუნდთან შეგუება. ესპანურს ნელ-ნელა ვსწავლობ, ხან იგლისურად მიწევს ლაპარაკი.

– ოფიციალურ შეხვედრებში მიიღეთ მონაწილეობა. რომ გვითხრათ, როგორი გუნდია?
– თავდაპირველად, უფრო შეგუების ფაქტორი იყო, ახლა ყველაფერი ნორმალურადაა. გუნდში ადგილობრივები ჭარბობენ, თუმცა რამდენიმე ლეგიონერიც თამაშობს. უახლოეს მომავალში ახლადაშენებულ სტადიონზე გადავალთ, სადაც კლუბი საშინაო მატჩებს ჩაატარებს. ზოგადად, გუნდს მომავალში დიდი გეგმები და მიზნები აქვს.

– ვარჯიშებსა და თამაშებზე რა ენაზე გაქვთ კომუნიკაცია?
– როდესაც მწვრთნელი ვარჯიშზე რაღაცას ხსნის, ბევრ რამეს ვგებულობ, მაგრამ ხანდახან ლეგიონერებთან ერთად ინგლისურად ვსაუბრობ-ხოლმე. მთავარი მწვრთნელი ხავიერ სუბირაცია, რომელიც ადრე “ვალენსიას” ღირსებას იცავდა. იგი დადებითად არის ჩემს მიმართ განწყობილი.

საქართველო არ გენატრებათ?
– კი, მომენატრა ჩემი სამშობლო, ოჯახის წევრები, ახლობლები და მეგობრები. რა თქმა უნდა, “საბურთალო”, სადაც გავიზარდე და ფეხბურთში პირველი ნაბიჯები გადავდგი.

– “ბენიდორმში” საიჯარო ხელშეკრულება წლის ბოლოსკენ გეწურებათ. აპირებთ დარჩენას?
– არ ვიცი, ვნახოთ. დასრულდება საიჯარო ხელშეკრულება და მერე გამოჩნდება. მინდა პროგრესი განვაგრძო და უფრო მაღალ ლიგაში ვითამაშო.

– “საბურთალოს” თამაშებს თუ ადევნებთ თვალს?
– დიახ, სისტემატურად ვუყურებ “საბურთალოს” მონაწილეობით მატჩებს. გუნდი ახლა კარგ სპორტულ ფორმაში იმყოფება. გულდასაწყვეტია, რომ ბოლო ტურში “დინამოსთან” გამარჯვება ვერ შევძელით. შეიძლება ითქვას, არ გაგვიმართლა, გოლი არა და არ გავიდა. გატანის ბევრი კარგი შესაძლებლობა იყო. ჯერ კიდევ შეიძლება ჩემპიონობაზე ბრძოლა, არაფერი დამთავრებულა. სასიამოვნოა, რომ კლუბი თასის ფინალშია გასული. მჯერა, “საბურთალო” სეზონს ტიტულის გარეშე არ დაასრულებს.

შეგახსენებთ, რომ ჯინჯოლავაბენიდორმში” მიმდინარე წლის სექტემბერში გადავიდა იჯარის წესით, სადაც წლის ბოლომდე ითამაშებს.

 

წყარო – fcsaburtalo.ge

ოფიციალურად: “პსჟმ” ვერატის კონტრაქტი გაუხანგრძლივა