კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

გიორგი ჯიქიამ “სპარტაკიდან” ჯანო ანანიძის წასვლის მთავარი მიზეზი გაამხილა

Image source: FC Spartak Moscow

 

მოსკოვის “სპარტაკის” მცველმა, გიორგი ჯიქიამ რუსულ გამოცემა სპორტ ექსპრესთან ვრცელი ინტერვიუ გააკეთა, სადაც ყოფილი თანაგუნდელის, ჯანო ანანიძის შესახებ ისაუბრა. ჯიქიამ ჯანოს გუნდიდან წასვლაზე, ამის შემდეგ ტედესკოს ხმამაღალ განცხადებაზე, მელგარეხოსთან კონფლიქტზე და ანანიძის ახლანდელ მდგომარეობაზე ისაუბრა.

 

“ძნელია და მტკივნეულია, როდესაც შენი მეგობარი გუნდიდან მიდის. ერთ დროს “სპარტაკში” დამკვიდრებაში თვითონ დამეხმარა და ახლა ის ჩემი ნამდვილი მეგობარია. იმედია ეს მეგობრობა გაგრძელდება.

 

რაც შეეხება ტედესკოს განცხადებას, როდესაც მან თქვა, რომ ჯიქია “სპარტაკის” კაპიტანია და არა ჯანოსი, ამით იგულისხმა, რომ კლუბი პირად ურთიერთობებზე უფრო მნიშვნელოვანია. ეს მოგვიანებით გავიაზრე, მაგრამ მივხვდი, რომ როგორც ფეხბურთელი ჩემი საქმე უნდა გავაკეთო. აქ ჩემი დროც დასრულდება ოდესღაც. ცხოვრებაა ასეთი. “სპარტაკში” მუდმივად არავინ რჩება.

 

მელგარეხოსთან კონფლიქტის თაობაზე პოზიცია ნათელია – ეს ნორმალური არ იყო. ამას ჯანოც მიხვდა. საკითხი მალევე დაიხურა. ჯანო პროფესიონალია და არც უცდია ჩვენი მეგობრობის გამოყენება, რათა თავისი თვალსაზრისი დაემტკიცებინა.

 

ახლა ყოველდღიურ კონტაქტში ვართ. სიტუაცია კარგია. მწვრთნელი მას კარგად იცნობს. ჯანო წავიდა საიმისოდ, რომ სათამაშო პრაქტიკა შეიძინოს, ფორმაში ჩადგეს და საქართველოს ნაკრებს ევროზე დაეხმაროს”, – განაცხადა ჯიქიამ.

 

წყარო – sport-express.ru

რამდენად აფასებს “გენტი” ჩაკვეტაძის ტრანსფერს? ბელგიური კლუბის პრეზიდენტმა ზუსტი ციფრი დაასახელა