კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

გიორგი ჯიქია: “თამაშზე სკუტერით მივედი – მე აქ სტადიონის მახლობლად ვცხოვრობ”

გიორგი ჯიქია მატჩის შემდეგ ისაუბრა

Image source: spartak.com

 

რუსული პრემიერ-ლიგის მე-4 ტურის მატჩში გიორგი ჯიქიას “სპარტაკმა” შინ “ლოკომოტივი” 2:1 ანგარიშით დაამარცხა. მატჩის შემდეგ მოსკოვური კლუბის ქართველმა მცველმა ჩატარებული შეხვედრა შეაფასა.

“ჩვენ გვქონდა გეგმა, რომელსაც მივყევით. გავიმარჯვეთ – ეს არის უმთავრესი.

ფიზიკურად ჩვენ კარგად ვართ მომზადებული, პირველი ტაიმი ჩვენ ვაკონტროლებდით თამაშს. მე მომწონს ასეთი გადატვირთული გრაფიკი, დიდ ხანდ არ ველოდებით მატჩს. თამაშზე სკუტერით მივედი, მე აქ სტადიონის მახლობლად ვცხოვრობ.

ნაპოლი“? მე ვკითხულობ პრესას როგორც თქვენ. ჩემთვის არავის დაურეკია, ინსტაგრამზეც გამოწერა არავის გაუგზავნია. ახლა გუნდიდან წასვლაზე არ ვფიქრობ, მე აქ ძალიან ბედნიერი ვარ” , – განცხადა ჯიქიამ.

შეგახსენებთ, რომ ამ ბოლო დღეებში იტალიურ და რუსულ სპორტულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ “ნაპოლი” დაინტერესებულია “წითელ-თეთრების” ქართველი მცველის გიორგი ჯიქიას ტრანსფერით.

 

 

 

 

წყარო – soccer.ru

 

 

 

“სპარტაკის” გენერალურმა დირექტორმა “ნაპოლის” გიორგი ჯიქიას მიმართ ინტერესზე კომენტარი გააკეთა