კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

გიორგი ჯიქია ჯანო ანანიძეზე: “არაა საჭირო სიტუაციის გაბუქება”

Image source: Championat

 

ორი კვირის წინ ჯანო ანანიძემ თანაგუნდელ ლორენსო მელგარეხოსთან მოედანზევე იჩხუბა. შემთხვევა „ზენიტთან“ მატჩის მიწურულს მოხდა. ამ საკითხზე რუსულ მედიასთან „სპარტაკის“ კაპიტანმა გიორგი ჯიქიამ ისაუბრა და თქვა, რომ გაუგებრობა ამოწურულია.

ჯანოს და მელგარეხოს ინციდენტი? მე ზუსტად არც ვიცი რა მოხდა, მხოლოდ გვიან დავინახე, რომ კინკლაობდნენ. ძიუბასთან ვიბრძოდი, დავინახე და გავიფიქრე, რა დროს ეგ არის, აქ დამეხმარეთ! რა თქმა უნდა, ტედესკომ ამის შესახებ ჩემს გარდა სხვა ფეხბურთელებთანაც გაიარა კონსულტაცია, ჩემთან, ანდრე შურლესთან, რომელიც ძალიან გამოცდილია და ასეთი სიტუაციების მოგვარება შეუძლია.

ვფიქრობ, წლის ბოლოა, გადაღლილები ვართ ემოციურად და ამიტომ მოხდა ეს შემთხვევა. ჩვენ ვილაპარაკეთ, ანანიძემ და მელგარეხომ თამაშის შემდეგ გასახდელშივე ჩამოარჩვეს ერთმანეთს ხელი და ყველაფერი დასრულდა. რაც მოედანზე ხდება, მოედანზე სრულდება და საჭირო არაა, ამ საკითხის გაბუქება“ – განაცხადა ჯიქიამ.

 

წყარო – championat.com

 

საბა ლობჟანიძემ შესაძლოა კარიერა თურქულ გუნდში გააგრძელოს