კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

გიორგი ჯავახია: “მაქსიმალურად ვეცადე, რომ ტურნირისთვის მზად ვყოფილიყავი”

გიორგი ჯავახიას მატჩისწინა კომენტარი

Image source: Georgian Rugby ფეისბუკ გვერდი

 

ბორჯღალოსანთა მეორეხაზელი გიორგი ჯავახია იმედოვნებს, რომ ნატკენ მხარს უმოკლეს პერიოდში მოირჩენს და შემოდგომის ერთა თასის პირველ მატჩს მზადყოფნაში შეხვდება.

“შეტევისას მხარი ჩამყვა და ხელის აწევაც მიჭირდა. ნაკრების ექიმებმა დიდი ყურადღება დამითმეს და ახლა თავს კარგად ვგრძნობ. უკვე გუნდთან ერთად ვვარჯიშობ, ჯერჯერობით კონტაქტის გარეშე.

არ ველოდი და რომ დამირეკეს ისეთი ბედნიერი ვიყავი, ემოციების გამოხატვაც კი მიჭირდა. ასეთი დონის გუნდების წინააღმდეგ არასდროს მითამაშია. ინგლისის ნაკრები ჩემი საყვარელი გუნდია, ხოლო იტოჯე ჩემი ფავორიტი მორაგბე და გამიხარდება მის წინააღმდეგ თამაში თუ მომიწევ.

კარგად მესმის, რომ ამ დონეზე სათამაშოდ მეტი შრომაა საჭირო და როგორც კი დამირეკეს, დავიწყე მზადება. ჩემი პრობლემა წონა იყო. გარდა ამისა, “ორიაკში” დერეფანში საერთოდ არ ვთამაშობდი, აქ კი ბევრად მეტი დავალების შესრულება მიწევს და ქართველი თანაკლუბელების დახმარებით, აბსოლიტურად ყველაფრის გაუმჯობესებაზე ვმუშაობდი. მაქსიმალურად ვეცადე, რომ ტურნირისთვის მზად ვყოფილიყავი და თუ თამაშის შესაძლებლობა მომეცემა, ვეცდები გუნდს გამოვადგე, მეც ვისიამოვნო და გულშემატკივარიც ვასიამოვნო” , – განაცხადა ჯავახიამ.

24 წლის მორაგბემ ტრავმა 7 ნოემბერს, პრო დე2-ის მე-9 ტურში “პროვანსთან” მატჩში მიიღო და უკვე მე-3 წუთზე შესაცვლელი შეიქმნა, თუმცა ნაკრების სამედიცინო შტაბმა კარგად იმუშავა და გიორგი უკვე გუნდთან ერთად ვარჯიშობს.

 

წყარო – rugby.ge

 

 

 

 

 

მერაბ შარიქაძე: “ყველა მოთამაშემ უნდა იცოდეს თავისი გუნდის სათამაშო გეგმა და ტაქტიკა”