კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

გიორგი იანტბელიძემ ის 10 მოჭიდავე გამოარჩია, რომლებიც ვარშავაში ტატამზე საქართველოს სახელს დაიცავენ

თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების შემადგენლობა დასახელდა

Image source: საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის ფეისბუქ გვერდი

 

საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა გიორგი იანტბელიძემ ევროპის ჩემპიონატზე წასაყვანი შემადგენლობა დაასახელა.

2021 წლის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს შეჯიბრებას 19-25 აპრილს, პოლონეთის დედაქალაქი ვარშავა უმასპინძლებს და საქართველოს ნაკრები ტატამზე სრული გუნდით – 10 მოჭიდავეთი გავა.
საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატისთვის მოსამზადებელ დასკვნით შეკრებას ბორჯომში რამდენიმე დღეში დაასრულებს და ვარშავაში 16 აპრილს გაემგზავრება.

საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების შემადგენლობა ევროპის 2021 წლის ჩემპიონატზე:
57 კგ – ბექა ბუჯიაშვილი
61 კგ – ბექა ლომთაძე
65 კგ – შმაგი თოდუა
70 კგ – დავით ტლაშაძე
74 კგ – ავთანდილ კენჭაძე
79 კგ – ნიკა კენჭაძე
86 კგ – სანდრო ამინაშვილი
92 კგ – ირაკლი მწითური
97 კგ – ელიზბარ ოდიკაძე
125 კგ – გენო პეტრიაშვილი

 

 

წყარო – საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია

 

 

 

 

 

 

გიორგი ათაბეგაშვილი: “ოლიმპიადისთვის ნაკრების დაკომპლექტება მიმდინარეობს”