კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

გიორგი გველესიანმა ირანის ჩემპიონატის სეზონში მესამე გოლი გაიტანა

გველესიანი

Image source: sepahan_official

 

დღეს, 9 დეკემბერს, გიორგი გველესიანის “სეპაჰანი” ირანის ჩემპიონატის მე-14 ტურში “ფადიდეჰ ხორასანს” შეხვდა და მატჩი ფრედ 1:1 დაასრულა.

სტუმართა შემადგენლობაში 28 წლის ქართველმა მცველმა მატჩის 60-ე წუთზე გოლი გაიტანა და ანგარიში გახსნა. შემდგომ კი, მატჩის მიწურულს მასპინძლებმა საპასუხო გოლით წონასწორობა აღადგინეს.

მიმდინარე სეზონში ეს გველესიანის უკვე მესამე გოლია.

შეგახსენებთ, რომ გიორგისეპაჰანში” მიმდინარე წლის ზაფხულს ირანული “ნასაჯიდან” გადავიდა.

წყარო – sepahansc.com

ამას უსასრულოდ შეგიძლიათ უყუროთ. გიორგი კოხრეიძის ულამაზესი გოლი საჯარიმოდან (ვიდეო)