კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

გიორგი გულიაშვილი: “ჩემი აზრით თავისუფლად შეგვეძლო გამარჯვება მოგვეპოვებინა”

გიორგი გულიაშვილი გატანილი გოის შემდეგ კომენტარი აკეთებს

Image source: gff.ge

 

რუმინეთის ქალაქ ვოლუნტარიში ფრედ (1:1) დასრულებული ამხანაგური მატჩის შესახებ, კომენტარი გუშინდელ მატჩში გოლის ავტორმა – გიორგი გულიაშვილმა გააკეთა.

“მეტოქე გუნდიდან გამომდინარე, ვიცოდით, რომ რთული თამაში იქნებოდა. მართლაც დაძაბული მატჩი გამოვიდა – ვაგებდით, თუმცა შემდეგ შევძელით და გავთანაბრეთ, მაგრამ ჩემი აზრით თავისუფლად შეგვეძლო გამარჯვება მოგვეპოვებინა” , – განაცხადა გულიაშვილმა.

გულიაშვილის ეფექტური გოლი რუმინეთის ნაკრების კარში:

შეგახსენებთ, რომ რუმინეთის ახალგაზრდული ნაკრების კარში გატანილი გოლი, გიორგი გულიაშვილისთვის, 21-წლამდე ნაკრების ფორმით რიგით მეოთხე იყო.

 

 

 

 

წყარო – nakrebi.ge

 

რამაზ სვანაძე: “ჩვენი ამოცანა უცვლელი რჩება – 2023-ში მომზადებული შევხვდეთ ევროპის ჩემპიონატს”