კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

    • Vbetnews

      ბოლო ამბები ფეხბურთის, კალათბურთის,ჩოგბურთის და რაგბის შესახებ

გიორგი გოჩოლეიშვილი: “თბილისის “ლოკომოტივთან” გატანილი ბურთი ცხოვრების ბოლომდე მემახსოვრება”

გიორგი გოჩოლეიშვილის მატჩის შემდგომი კომენტარი

Image source: FC Saburtalo ფეისბუკ გვერდი

 

ეროვნული ლიგის პირველი ტურის ბოლო შეხვედრაში თბილისური დერბი „საბურთალოსა“ და „ლოკომოტივს“ შორის შედგა და მასპინძელთა გამარჯვებით 2:0 დასრულდა. წლის პირველი გამარჯვებისა და გატანილი გოლის  შემდეგ “საბურთალოს” ახალგაზრდა შემტევმა გიორგი გოჩოლეიშვილმა კომენტარი გააკეთა.

” თბილისის “ლოკომოტივთან” ძალიან რთული და დაძაბული მატჩი გამოდგა. დიდი ბრძოლა იყო მინდორზე, ორივე გუნდს სურდა გამარჯვება, მაგრამ კარგია, რომ სამი ქულა ჩვენ დაგვრჩა. მიხარია, რომ ამ წარმატებაში ჩემი პატარა წვლილიც შევიტანე.

“საბურთალოს” ტრადიცია გრძელდება – მეშვიდე სეზონსაც გამარჯვებით ვიწყებთ.

გატანილი გოლი პირველი აღმოჩნდა ჩემს კარიერაში უძლიერესთა შორის. “ლოკომოტივთან” გატანილი ბურთი ცხოვრების ბოლომდე მემახსოვრება. “საბურთალოში” დიდი კონკურენციაა, დიდი შრომა დამჭირდება, რომ ძირითად შემადგენლობაში დავიმკვიდრო ადგილი, თუმცა მზად ვარ საბრძოლველად.

“საბურთალოში” 2010 წელს ჩავირიცხე, მას შემდეგ ამ კლუბის ღირსებას ვიცავ. თავიდანვე, თბილად დამხვდნენ, “საბურთალო” მართლა ერთი დიდი ოჯახია. გავიარე ყველა ეტაპი, ვითამაშე ყველა ასაკობრივ გუნდში, ახლა კი მთავარი გუნდის წევრი ვარ. მადლობა “საბურთალოს” ყველა მწვრთნელს, ვისი ხელმძღვანელობითაც მითამაშია. ძალიან გახარებული და ბედნიერი ვარ”, – განაცხადა 20 წლის გოჩოლეიშვილმა.

ეროვნული ლიგის მეორე ტურში ლევან კორღალიძის გუნდი „სამგურალს“, ხოლო გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდი „თელავს“ შეხვდება.

 

 

 

წყარო – fc.saburtalotb

 

 

 

 

 

 

 

საქართველოს 21-წლამდე ნაკრების 3 ამხანაგური მატჩს გამართავს