კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

    • Vbetnews

      ბოლო ამბები ფეხბურთის, კალათბურთის,ჩოგბურთის და რაგბის შესახებ

გიორგი დემეტრაძე: “გადავედი რუსულ კლუბში და არ ვინანე”

გიორგი დემეტრაძე

Image source: championat.com

 

მალე რუსულ პრემიერ-ლიგაში სავრაუდოდ სარეკორდო ტრანსფერი განხორციელდეს. მოსკოვის “ცსკა“-სა და ხორვატიის ნაკრების ნახევარმცველი ნიკოლა ვლაშიჩი 45 მილიონ ევროს სანაცვლოდ სავარაუდოდ გადავა “ზენიტში“. ეს ტრანსფერი გახდება სარეკორდო რუსული პრემიერ-ლიგისთვის.

რუსულმა ცნობილმა სპორტულმა საიტმა Championat.com-მა რუსული ჩემპიონატის ყველა დროის 8 საუკეთესო ტრანსფერთან დაკავშირებით საინტერესო სტატია დაწერა. ამ ფეხბურთელებს შორის, მოხვდა ასევე ქართველი ფეხბურთელი, გიორგი დემეტრაძეც. 1998 წელს გიორგი ჰოლანდიური “ფეიენოორდიდანვლადიკავკაზის “ალანიაში” 1,2 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადავიდა.

1998 წლის შუაში სწორედ ვალერი გაზაევი აწარმოებდა მოლაპარაკებას ქართველ თავდამსხმელთან. გიორგის სურდა “ფეიენოორდის” დატოვება, რადგან მას სხვა პოზიციაზე ათამაშებდნენ. Championat-თან ინტერვიუში დემეტრაძემ ჰოლანდიიდან გადასვლაზე ისაუბრა:

“ვთხოვე მათ, რომ გავეშვი. ისინი წინააღმდეგები არ იყვნენ. მივიღე შეთავაზებები ბელგიიდან და ჰოლანდიიდან, მაგრამ ვიფიქრე: “ეს ხომ ოსეთიაა, ახლობელი ხალხი, თითქმის სახლში ხარ, 300 კილომეტრია თბილისამდე. წავედი რუსეთში და არ ვინანე – გაზაევმა ჩემგან ფეხბურთელი გამოძერწა”, – განაცხადა ქართველმა ფორვარდმა.

ალანიაშიდემეტრაძემ 43 მატჩი ჩაატარა და 35 გოლი გაიტანა, ხოლო 1999 წელს კი რუსეთის ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირად აღიარეს. წელიწადნახევრის შემდეგ ვლადიკაკვაზურმა კლუბმა დემეტრაძე 3,2 მილიონ ევროდ გაყიდა კიევის “დინამოში“.

 

 

 

 

 

წყარო – championat.com

 

 

 

 

 

საქართველოს ძალოსნობის ეროვნული ფედერაციის განცხადება