კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

გიორგი ჩხაიძის თავკაცობით საქართველოს ქალთა ეროვნულმა ნაკრებმა პირველი მატჩი მოიგო

ქალთა ეროვნული ნაკრების პირველი გამარჯვება გიორგი ჩხაიძის თავკაცობით

Image source: gff.ge

 

საქართველოს ქალთა ეროვნულმა ნაკრებმა ახალი მთავარი მწვრთნელის გიორგი ჩხაიძის ხელმძღვანელობით პირველი მატჩი გამართა. ქალთა ეროვნული გუნდი ამხანაგურ მატჩში აზერბაიჯანის ნაკრებს დაუპირისპირდა და მეტოქე ანგარიშით – 3:2 დაამარცხა.

2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის მზადების ფარგლებში​ საქართველოს ქალთა ნაკრები აზერბაიჯანთან მეორე ამხანაგურ მატჩს დღეს გამართავს. მატჩი 19:00 საათზე “მიხეილ მესხის” სახელობის სტადიონზე გაიმართება.

ამხანაგურ მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის YouTube-ის არხი შემოგთავაზებთ.

 

 

 

წყარო – nakrebi.ge

 

 

 

 

 

რატომ ვერ დამკვიდრდა ქინქლაძე “აიაქსში”? გუნდის ყოფილმა მცველმა მიზეზი დაასახელა