კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

გიორგი ჩხაიძის საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრები 22 ფეხბურთელით თბილისში ემზადება

ქალთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპისთვის ემზადება

Image source: gff.ge

 

საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრები 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპისთვის ემზადება.

გიორგი ჩხაიძის გუნდი A ჯგუფში სლოვაკეთის, ფინეთის, შვედეთისა და ირლანდიის ნაკრებებთან ერთად იასპარეზებს. საკვალიფიკაციო ეტაპი სტარტს მიმდინარე წლის 16 სექტემბერს აიღებს, საქართველოს ნაკრები კი, პირველ მატჩს 21 სექტემბერს სტუმრად შვედეთის წინააღმდეგ გამართავს.

მიმდინარე წლის პირველი ოფიციალური მატჩისთვის გიორგი ჩხაიძის გუნდი თბილისში ემზადება. საქართველოს ქალთა ნაკრებმა საწვრთნელი შეკრება 9 სექტემბერს დაიწყო. მთავარი მწვრთნელის გადაწყვეტილებით შვედეთის წინააღმდეგ სათამაშოდ 22 ფეხბურთელი მოემზადება.

 

საქართველოს ქალთა ნაკრების შემადგენლობა:

მეკარეები: თათია გაბუნია (ლანჩხუთი, საქართველო), თეონა სუხაშვილი (კვარტალი, თბილისი, საქართველო), ეკა თაბაგარი (კოლხეთი, ხობი, საქართველო)

მცველები: ნინო ჩხარტიშვილი (ლანჩხუთი, საქართველო), ანა ძაძუა (კვარტალი, თბილისი, საქართველო), ნინო სუთიძე (კვარტალი, თბილისი, საქართველო), მარიამ კალანდაძე (ლანჩხუთი, საქართველო), თამარ ტატუაშვილი (ამორა, პორტუგალია), მაია ბებია (ნიკე, თბილისი, საქართველო), ანი აკობიძე (ნიკე, თბილისი, საქართველო)

ნახევარმცველები: თეონა თოდაძე (ლანჩხუთი, საქართველო), ელენე კახნიაშვილი (ნორჩი დინამო, თბილისი, საქართველო), ირინა ხაბურზანია (ლანჩხუთი, საქართველო), ანასტასია ბოლქვაძე (კვარტალი, თბილისი, საქართველო), თეონა ბაქრაძე (ლანჩხუთი, საქართველო), ნინო პასიკაშვილი (კვარტალი, თბილისი, საქართველო), ლანა გორგაძე (მართვე, ქუთაისი, საქართველო), ნათია დანელია (კვარტალი, თბილისი, საქართველო), ტატა მატვეევა (კრივბასი, კრივოი-როგი, უკრაინა)

თავდამსხმელები: ლელა ჭიჭინაძე (ნიკე, თბილისი, საქართველო), ხატია ჭყონია (ლანჩხუთი, საქართველო), ეთერ სულაშვილი (გორი-იუნაიტედი, გორი, საქართველო)

 

შეგახსენებთ, რომ შვედეთისა და საქართველოს ეროვნულ ნაკრებთა მატჩი 21 სექტემბერს გეტებორგის “გამლა ულევის” სტადიონზე თბილისის დროით 20:30 საათზე გაიმართება. ​2023 წელს ქალთა მსოფლიო ჩემპიონატს ავსტრალია და ახალი ზელანდია უმასპინძლებენ.

 

 

 

 

 

წყარო – nakrebi.ge

 

 

უეფას წარმომადგენელთა 5-დღიანი ვიზიტი საქართველოში