კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

გიორგი ჩხაიძე: “ჩვენი მიზანი იქნება შედეგის გაუმჯობესება”

გიორგი ჩხაიძის ინტერვიუ მთავარ მწვრთნელად დაინიშნა

Image source: გიორგი ჩხაიძის ფეისბუქ გვერდი

 

საქართველოს ქალ ფეხბურთელთა ეროვნულ ნაკრებს, გიორგი ჩხაიძე უხელმძღვანელებს. ხსენებულ პოსტზე დანიშნვნის შემდეგ პირველი კომენტარი ჩხაიძემ გააკეთა.

„პირველ რიგში, დიდი მადლობა მინდა გადავუხადო საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას, რადგან ნდობა გამომიცხადეს. ძალიან მოულოდნელი იყო ჩემთვის და ნამდვილად დიდი გამოწვევაა, ამ გამოწვევაზე საპასუხოდ დრო დამჭირდა, ასეთ ნაბიჯს დაუფიქრებლად ვერ გადადგამ, რადგან შენს უკან შენი ქვეყანა, შენი ნაკრები დგას და ორმაგი პასუხისმგებლობაა.

ვეცდები, რომ იმედები გავამართლო. თავს არ დავზოგავ შრომისთვის. ჩვენი მიზანი იქნება შედეგის გაუმჯობესება, ვეცდებით ყველანაირად დღითიდღე მოვუმატოთ. მეტი ქულები დავაგროვოთ და მეტმა ახალგაზრდა ფეხბურთელმა მიიღოს მონაწილეობა, გამოცდილ ფეხბურთელებთან ერთად.”

გიორგი ჩხაიძის ხელმძღვანელობით საქართველოს ნაკრები 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე ითამაშებს. მატჩები მიმდინარე წლის 13 სექტემბრიდან, 2022 წლის 11 ოქტომბრის ჩაითვლით გაიმართება.

 

წყარო – nakrebi.ge

 

 

 

 

 

 

საქართველოს ქალ ფეხბურთელთა ეროვნულ ნაკრებს გიორგი ჩხაიძე უთავკაცებს