კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

გიორგი ჭანტურიას წარდგენა დღეს ბენდელას სტადიონზე მოხდება

Image source: fcsaburtalo.ge

 

26 წლის გიორგი ჭანტურია, რომელსაც სხვადასხვა დროს, როგორც საქართველოს ეროვნულ ნაკრებში, ასევე წამყვან ევროპულ კლუბებში (ბარსელონას 18-წლამდელთა გუნდი, ვიტესი, კლუჟი, დუისბურგი) უთამაშია, დღეს “საბურთალოსთან” კონტრაქტს გააფორმებს. ხელის მოწერა და ფეხბურთელის ოფიციალური წარდგენა “ბენდელას” სტადიონის საპრესკონფერენციო დარბაზში 17:30 საათზე მოხდება.

შეგახსენებთ, რომ ჭანტურია “საბურთალოს” აკადემიის აღზრდილია და ამპლუით შემტევმა ნახევარმცველმა სწორედ დედაქალაქური კლუბიდან გააგრძელა კარიერა ევროპაში.

 

წყარო – fcsaburtalo.ge

 

გიორგი ჭანტურია საფეხბურთო კარიერას საქართველოში გააგრძელებს