კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

გიორგი ჭანტურია საფეხბურთო კარიერას საქართველოში გააგრძელებს

Image source: fc-ural.ru

 

რუსული „ურალის“ ყოფილი ვინგერი გიორგი ჭანტურია 1-წლიანი პაუზის კარიერას საქართველოში გააგრძელებს.

როგორც Transfermarkt-ზე ცნობილი გახდა, 26 წლის ფეხბურთელი იანვრიდან საქართველოს თასის მოქმედი მფლობელის „საბურთალოს“ რიგებში ითამაშებს. ინფორმაცია ჯერჯერობით ოფიციალურად არ დადასტურებულა, თუმცა როგორც ჩანს, ტრანსფერი უკვე გადაწყვეტილია.

შეგახსენებთ, რომ ჭანტურია ბოლოს 2018 წლის 31 ოქტომბერს რუსეთის თასის გათამაშებაში მიიღო მონაწილეობა, მან “ნიჟნი ნოვგოროდის” წინააღმდეგ მატჩში 1 საგოლე გადაცემაც შეასრულა.

 

წყარო – transfermarkt.com

 

ლევან მაისაშვილი: “მსოფლიო თასის შემდეგ, ყველა მორაგბეს დაუკმაყოფილებლობის გრძნობა აქვს”