კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

გიორგი ჩაკვეტაძის სატრანსფერო ფასი დაეცა

გიორგი ჩაკვეტაძის განახლებული სატრანსფერო ფასი

Image source: kaagent.be

 

გიორგი ჩაკვეტაძე ჯერჯერობით ტრავმირებულია და უცნობია ვადა, თუ როდის დაუბრუნდება მოედანს.

საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და ბელგიური “გენტის” ფეხბურთელის, გიორგი ჩაკვეტაძის სატრანსფერო ფასი დაეცა. Transfermarkt-მა ფეხბურთელების ღირებულებები 4 იანვარს განაახლა და გიორგის სატრანსფერო ფასიც დაეცა. ახლა 21 წლის ნახევარმცველის ფასი 4 მილიონი ევროა, ანუ 2 მილიონით დაეცა. ქართველი აქამდე 6 მილიონი ევრო ღირდა.

შეგახსენებთ, რომ გიორგი ჩაკვეტაძეს შემოდგომის შემდეგ არ უთამაშია. მას ჰქონდა დაბრუნების მცდელობა და ამხანაგურ მატჩში გოლიც გაიტანა, მაგრამ ჯერჯერობით სრულფასოვნად დაბრუნებას ვერ ახერხებს.

 

 

 

 

წყარო – transfermarkt.com

 

 

 

 

ლუკა გუგეშაშვილს “იაგელონიაში” უნარების გამოსავლენად შანს მისცემენ