Image source: Kaa Gent
გიორგი ჩაკვეტაძემ “გენტის” ამხანაგურ მატჩში გოლი გაიტანა. ქართველი ფეხბურთელის გუნდი “დეინზეს” დაუპირისპირდა და ადვილად 3:0 გაიმარჯვა.
ჩაკვეტაძემ 70-ე წუთამდე ითამაშა, 55-ე წუთზე კი გოლი გაიტანა. მან ახლო მანძლიდან დალაშქრა მეტოქის კარი.
გიორგი ტრავმირებული იყო და ცოტა ხნის წინ განაახლა ვარჯიში. ის უკვე სათამაშოდ მზადაა და ნელ-ნელა ფორმაში შედის.
გიორგი ჩაკვეტაძის გოლი იხილეთ მოცემულ ბმულზე 1 საათისა და 15 წუთიდან.
წყარო – Kaa Gent
ვიდეობი
ფოტოები