კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

გიორგი ჩაკვეტაძის და გიორგი ქვილითაიას “გენტი” ევროპის ლიგის ჯგუფიდან გავიდა

Image source: Kaa Gent

 

ქართველი ფეხბურთელების „გენტი“ ევროპის ლიგის 1/16 ფინალში გავიდა. იეს თორუპის გუნდმა I ჯგუფის მე-5 ტურში სტუმრად „სენტ ეტიენთან“ ქულა მოიპოვა და ჯგუფური ეტაპის დასრულებამდე ერთი ტურით ადრე მოიპოვა პლეი-ოფის საგზური.

შეხვედრა გატანილი გოლების გარეშე დასრულდა, „გენტმა“ კი, 9 ქულა დააგროვა და ჯგუფში ლიდერია, მესამე ადგილოსან „სენტ ეტიენს“ 5 ქულით უსწრებს.

გიორგი ქვილითაიამ აღნიშნულ შეხვედრაში 71-ე წუთიდან ითამაშა. თებერვლიდან ქართველი ფორვარდი პლეი-ოფში გააგრძელებს გუნდთან ერთად ბრძოლას და სავარაუდოდ, ზამთარში განახლებად განაცხადში გიორგი ჩაკვეტაძეც მოხვდება, რომელსაც ახლა ტრავმა აქვს, მაგრამ იმ დროისთვის ალბათ ფორმაში იქნება.

 

 

ბონუჩიმ დაასახელა გუნდი, რომელთანაც ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში შეხვედრა სახიფათოდ მიაჩნია