კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

გიორგი ჩაკვეტაძემ დაასახელა, თუ სად ისურვებდა კარიერის გაგრძელებას

ჩაკვეტაძემ ესპანეთში თამაშის სურვილი გამოთქვა

Image source: Getty Images

 

საქართველოს ნაკრებისა და ბელგიური გენტის ნახევარმცველმა, გიორგი ჩაკვეტაძემ გადაცემაში “სპორტი იმედზე” საქართველოს ნაკრების ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრის შესახებ ისაუბრა. 22 წლის შემტევი თვლის, რომ ახლა ამისთვის საუკეთესო პერიოდია.

ამასთან ერთად, ჩაკვეტაძემ დაასახელა, თუ სად ისურვებდა საკლუბო კარიერიგ გაგრძელებას.

“ჩემი სტილიდან გამომდინარე და მე რაც უფრო მომწონს, ესპანეთის ჩემპიონატში თამაში მინდა”, – განაცხადა ჩაკვეტაძემ.

საქართველოს ნაკრების ყოფილი მთავარი მწვრთნელის შესახებ, გიორგიმ თქვა, რომ ვლადიმირ ვაისი კარგი მწვრთნელია და კარგია, რომ დღეს ჩვენ ნაკრების მწვრთნელი სწორედ ის არის.

“მასთან ერთად ყველაზე დიდი შანსი გვაქვს ევროპის ჩემპიონატზე გასვლის”, – ამბობს ჩაკვეტაძე.

წყარო – “სპორტი იმედზე”

დავით მუჯირმა ეროვნული ლიგის განახლების თარიღი დაასახელა