კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

გიორგი ჩაკვეტაძე: “თავიდან შოკში ვიყავი”

Image source: Kaa Gent

 

გიორგი ჩაკვეტაძემ მოედანზე რვათვიანი პაუზის დაბრუნების შემდეგ კომენტარი გააკეთა. ქართველი ფეხბურთელის განცხადებით, როდესაც თავდაპირველად განაცხადში საკუთარი თავი ვერ იპოვა, შოკში იყო, მაგრამ შემდეგ ყველაფერი შეიცვალა.

„დაბრუნება ფატასტიკური იყო, გულშემატკივრებიც თბილად დამხვდნენ. მინდა მადლობა ვუთხრა ყველას, ვინც მამხნევებდა. თუმცა, მუშაობა უნდა გავაგრძელო და 2020 წელს მზად ვიყო. ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ მუხლს არ შევუწუხებივარ და მოედანზე შიშის გარეშე ვიყავი.

ჩემი ტელეფონი შეტყობინებებს ვერ აუდიოდა, სამშობლოდან მწერდნენ და ჩემი მდგომარეობით ინტერესდებოდნენ. თავიდან შოკში ვიყავი, როდესაც განაცხადში არ შემიყვანეს, მაგრამ ბოლო ვარჯიშზე მწვრთნელმა მითხრა, რომ თამაშისთვის მოვმზადებულიყავი“ – განაცხადა ჩაკვეტაძემ.

შეგახსენებთ, რომ გიორგი ჩაკვეტაძემ „ვარეგემთან“ 76-ე წუთიდან ითამაშა და მოკლე დროში საკმაოდ აქტიურობდა.

 

წყარო – Hln.be

წყარო – Voetbalkrant.be

 

კაპელო ძალიან საინტერესო იდეით გამოვიდა ოქროს ბურთთან დაკავშირებით: “მესი სხვაგანაა”