კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

გიორგი ჩაკვეტაძე: “სწორედ ვლადიმირ ვაისმა პირველად მიმიწვია ნაკრებში და პირველი გოლიც მისი მწვრთნელობისას გავიტანე”

გიორგი ჩაკვეტაძის ინტერვიუ

Image source: Getty Images

 

პირველი არხის საფეხბურთო გადაცემა “ტაიმაუტს” საქართველოს ეროვნული ნაკრების ერთ-ერთი გამორჩეული წევრი გიორგი ჩაკვეტაძე ესტუმრა.

“გენტის” ქართველმა ლეგიონერმა ვლადიმერ გუცაევის “ტაიმაუტს” ვრცელი ინტერვიუს მისცა:

“ბელგიაში წასვლისას ზუსტად 18 წლის გავხდი და პირველად მომიწია ასეთ დონეზე გამოსვლა. რა თქმა უნდა, რთული იყო და ენის პრობლემაც მქონდა. თუმცა, იქ ყოფნა მაინც გამიადვილდა, რადგან ჩემი ძმა წამყვა და ოჯახის წევრთან ერთად ვცხოვრობდი.

მთელი გუნდი, მწვრთნელები, ფეხბურთელები ძალიან კარგად დამხვდნენ და ადაპტაცია არ გამიძნელდა. ჩემი აზრით, სანამ ფეხბურთელი სხვა ქვეყანაში წავა, კარგია, რომ ეროვნულ ლიგაში თამაშის გამოცდილება ჰქონდეს.

ეროვნული გუნდის თამაშებისას ბელგიაში ვიყავი. ძალიან განვიცდიდი, რომ გუნდთან ერთად არ ვიყავი და ვერ ვეხმარებოდი. ევროპის ჩემპიონატზე თამაში ჩემი ოცნებაცაა, თუმცა დასანანია, რომ ამჯერად მიზანს ვერ მივაღწიეთ.

მისი დიდი მადლიერი ვარ. სწორედ ვლადიმირ ვაისმა მიმიწვია ნაკრებში პირველად და პირველი გოლიც მისი მწვრთნელობისას გავიტანე. მაშინ 18 წლისა ვიყავი. გამოცდილი მწვრთნელია, ფეხბურთელებს ძალიან კარგად იცნობდა.

ვერ ვიტყვი, რომ საქართველოს ნაკრები ერთი კაცის გუნდია. თამაშისას არის მომენტი, რომლის დროსაც შეიძლება მატჩის ბედი ერთმა ფეხბურთელმა გადაწყვიტოს, მაგრამ თამაში უამრავი კომპონენტისგან შედგება, მნიშვნელოვანია დაცვაში მწყობრად მოქმედება, შეტევაში კარგი ურთიერთქმედება, გუნდურობის გარეშე შედეგის მიღწევა შეუძლებელია” , – განაცხადა ჩაკვეტაძემ.

 

 

წყარო – 1tv.ge

 

 

 

 

ვინ იყო თქვენი გამორჩეული 2020 წელს? – UFC-მ საინტერესო მომენტები შეარჩია (ვიდეო)