კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

გიორგი ჩაკვეტაძე მოედანზე გოლითა და დიდი გამარჯვებით დაბრუნდა

გიორგი ჩაკვეტაძე გოლით დაბრუნდა

 

გენტისა” და საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი, გიორგი ჩაკვეტაძე ხანგრძლივი პაუზის შემდეგ მოედანზე დაბრუნდა.

ქართველმა ლეგიონერმა ბელგიური კლუბის 21 წლამდე გუნდთან ერთად “მუსკრონის” თანატოლებთან ამხანაგურ მატჩში ითამაშა და გოლის ავტორი გახდა. ჩაკვეტაძემ 45 წუთი ითამაშა და 11-მეტრიანი დარტყმით გოლი გაიტანა.

მატჩი “გენტმა” უდუდესი სხვაობით, ანგარიშით – 9:2 მოიგო.

შეგახსენებთ, რომ ბელგიის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონის დიდი ნაწილი გიორგი ჩაკვეტაძემ ტრავმის გამო გააცდინა. მან მხოლოდ 3 მატჩში ითამაშა და 4 ოქტომბრიდან მოედანზე არ გამსულა.

წყარო – voetbalprimeur.be

თორნიკე ოქრიაშვილის დუბლი კვიპროსში (ვიდეო)