კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

გიორგი ჩაკვეტაძე, ერლინგ ჰოლანდი… პერსპექტიული ფეხბურთელები ტოპ-ლიგებს მიღმა

Image source: Belga image

 

გამოცემა lastwordonfootball.com-მა გამოარჩია ახალგაზრდა ფეხბურთელები, რომლებიც ტოპ ლიგებს მიღმა დარჩნენ.

შვიდი ფეხბურთელისგან შემდგარ სიაში “ზალცბურგის” ნორვეგიელ თავდამსხმელ ერლინგ ჰოლანდთან ერთად მოხვდა ასევე საქართველოს ნაკრებისა და ბელგიური “გენტის” ნახევარმცველი გიორგი ჩაკვეტაძე.

“ბელგიის ჩემპიონატში ტოპ კლასის ფეხბურთელები ადრეც ყოფილან და მათ რიცხვს მიეკუთვნება გიორგი ჩაკვეტაძე. მშობლიური საქართველოს “დინამო თბილისიდან” “გენტში” გადასული ჩაკვეტაძე ძირითადად ცენტრალურ ნახევარმცველის პოზიციაზე თამაშობს, თუმცა მას შეუძლია თამაში ასევე მარჯვენა ფლანგზე. ის კარგად ეწყობა თანაგუნდელებს და მოედანზე ტალანტს შესანიშნავად ამჟღავნებს.

გიორგი ასევე საქართველოს ძირითადი ნაკრების წევრია და ეროვნულ გუნდში შვიდ მატჩში ხუთი გოლი აქვს გატანილი. ის მხოლოდ 20 წლისაა და “გენტში” ჩატარებულ 80 მატჩში 13 გოლი და 22 საგოლე პასი აქვს შესრულებული. მისი სატრანსფერო ღირებულება ბოლო მონაცემებით 8,10 მილიონ ფუნტს შეადგენს”, – ნათქვამია ვებ-გვერდზე.

ტოპ ლიგებს მიღმა დარჩენილი ფეხბურთელების სიაში არიან ასევე ფიოორ ჩალოვი (“ცსკა”), ჯეიმს სენდსი (“ნიუ-იორკ სიტი”), რადოსლავ მაეცკი (“ლეგია ვარშავა”), ჟოაუ (ჟოტა) ფელიპე (“ბენფიკა”) და მოჰამედ იჰატარენი (“პსვ ეინდჰოვენი”).

შეგახსენებთ, რომ ჩაკვეტაძე ოპერაციის შემდეგ სრული დატვირთვით ვარჯიშს დაუბრუნდა, თუმცა გუნდში თამაშს “გენტის” მწვრთნელი ჯერ არ ჩქარობს. ბოლო ინფორმაციით, ჩაკვეტაძეგენტის” მომავალ სამ შეხვედრასაც გამოტოვებს. მოედანზე დაბრუნების სავარაუდო თარიღია 7 დეკემბერი, როდესაც “გენტი” საკუთარ კედლებში “ვარეგემს” უმასპინძლებს.

წყარო – lastwordonfootball.com

 

ქართველ ძიუდოისტეებს იაპონიიდან ერთი მედალი ჩამოაქვთ სამშობლოში