კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

გიორგი ჩაკვეტაძე ბელგიაში ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელია

გიორგი ჩაკვეტაძე

საქართველოს ნაკრებისა და “გენტის” ნახევარმცველი, გიორგი ჩაკვეტაძე ბელგიის ჩემპიონატის 10 ყველაზე ძვირადღირებულ ფეხბურთელთა შორის აღმოჩნდა.

Transfermarkt“-ი ჩაკვეტაძის ტრანსფერს 9 მილიონად აფასებს.

ბელგიურმა გამოცემა voetbalnieuws-მა ქართველი ლეგიონერი ბელგიაში ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელის ათეულში დაასახელა და ასე დაახასიათა:

გიორგი ჩაკვეტაძე უნიჭიერესი ფეხბურთელია, რაც “გელამკო არენაზე” მრავალჯერ დაამტკიცა. ამ დროისთვის ტრავმა ჯერ არ მოუშუშებია და მის ტალანტს სრულად ვერ ვხედავთ. ამ ყველაფრის მიუხედავად, ჩაკვეტაძემ ეროვნულ ნაკრებში 7 შეხვედრაში 5 გოლი გაიტანა, “გენტის” რიგებში კი 50 შეხვედრა ჩაატარა, 7 გოლი გაიტანა და 11 საგოლე პასი შეასრულა”, – ნათქვამია ვებ-გვერდზე.

ფოტო – Transfermarkt

ნიკოლოზ ბასილაშვილი საფრანგეთის ღია პირველობას გამოეთიშა