კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

    • Vbetnews

      ბოლო ამბები ფეხბურთის, კალათბურთის,ჩოგბურთის და რაგბის შესახებ

გიორგი ბუხაიძე: “ჩვენ ბოლომდე ვიბრძოლებთ და მაქსიმუმს გავაკეთებთ პლეი-აუტში მოსახვედრათ”

გიორგი ბუხაიძის მატჩის შემდგომი კომენტარი

Image source: FC Chikhura Sachkhere - Facebook

 

ეროვნულ ლიგაში მე-16 ტურის შეხვედრა თბილისის „მიხეილ მესხი 2“-ზე გაიმართა, სადაც თბილისის „მერანმა“ საჩხერის „ჩიხურას“ უმასპინძლა და 1:2 დამარცხდა.

მატჩის შემდეგ სტუმართა ფორვარდმა კომენტარი გააკეთა:

“პირველ რიგში იმას ვიტყვი, რომ ჩემი გოლით მოხარული ვარ რა თქმა უნდა, გუნდს დავეხმარე გამარჯვებაში. ამ მოგებით დიდი ნაბიჯი გადავდგით პლეი-აუტისთვის, მაგრამ ჯერ კიდევ არის 2 თამაში დარჩენილია. ორივე გუნდს აქვს შანსი, ჩვენ ბოლომდე ვიბრძოლებთ და მაქსიმუმს გავაკეთებთ პლეი-აუტში მოსახვედრათ და იქიდან უკვე უმაღლეს ლიგაში უნდა შევინარჩუნოთ ჩვენი ადგილი, სადაც “ჩიხურასთვის” ადგილი არის”, – განაცხადა გიორგი ბუხაიძემ.

16 ტურის შემდეგ საჩხერის „ჩიხურამ“ 9 ქულა დააგროვა, თბილისის „მერანს“ (6 ქულა) 3 ქულით გადაასწრო და ბოლო ადგილს თავი დააღწია. აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წელს საჩხერელებმა ორი თამაში მოიგეს და ორივე „მერანთან“, რომელსაც 16 ტურის შემდეგაც კი თამაში არ მოუგია.

 

 

წყარო – FC Chikhura Sachkhere

 

 

 

 

თედო აბჟანდაძე: “ვფიქრობ, ეს ტემპი უნდა შევინარჩუნოთ და გავაუმჯობესოთ”