კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

    • Vbetnews

      ბოლო ამბები ფეხბურთის, კალათბურთის,ჩოგბურთის და რაგბის შესახებ

გიორგი ბეჟანიშვილი ისევ სასტარტოში არ იყო “ილინოისის” მოგებულ შეხვედრაში (ვიდეო)

Image source: Illinois Basketball ტვიტერის გვერდი

 

ამერიკის სტუდენტურ ლიგაში – NCAA გიორგი ბეჟანიშვილის “ილინოისი” საკუთარ მოედანზე “ნებრასკას” შეხვდა და 12 ქულის სხვაობით – 71:59 ანგარიშით დაამარცხა. (შეხვედრის მიმოხილვა)

უკვე მერამდენე მატჩია ამ სეზონში ქართველი კალათბურთელი სასტარტო ხუთეულში არ გამოვიდა და თამაშში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო. ქართველი ფორვარდი ბოლო მატჩებში არც ისე კარგად გამოიყურებოდა და მთავარმა მწვრთნელმა, ბრედ ანდერვუდმა ის ძირითადი ხუთეულის მიღმა დატოვა.

ბეჟანიშვილმა მოედანზე 13 წუთი გაატარა და 5 მოხსნა მიითვალა.

ილინოისსდიდი 10-ის კონფერენციაში 18 მოგება და 9 მარცხი აქვს და გათამაშების მე-7 ადგილზეა, მომდევნო მატჩი კი 27 თებერვალს სტუმრად “ნორტვესტერნთან” ელის.

 

 

წყარო – fightingillini.com

 

ტოკიო-2020-ის საორგანიზაციო კომიტეტი: “თამაშების გაუქმება არასდროს გაგვიხილავს”