კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

გიორგი ბეჟანიშვილი: “ჩემი თავგადასავალი აქ ილინოისში განუმეორებელი იყო”

გიორგი ბეჟანიშვილი დრაფტზე დადგომამდე გულშემატკივრებს დაემშვიდობა

Image source: fightingillini.com

 

გიორგი ბეჟანიშვილმა თავისი სტუდენტური კარიერა დაასრულა. გიორგიმ „ილინოისთან“ ერთად ამერიკის სტუდენტური ლიგის Big Ten-ის NCAA-ის კონფერენციის ჩემპიონობა მოიპოვა.

ქართველი კალათბურთელი ინსტაგრამზე გუნდს დაემშვიდობა:

„პირველი დღიდან ჩემპიონობამდე მხოლოდ სიყვარული მახსოვს. მსურს  „ილინოისის“ ყველა გულშემატკივარს გულწრფელი მადლობა გადავუხადო.

ჩემი თავგადასავალი აქ ილინოისში განუმეორებელი იყო. მინდა გაცნობოთ, ტომ ამიერიდან პროფესიულ კარიერას ვიწყებ, 2021 წლის დრაფტზე დავდგები.

მადლობა ყველას, ვინც ამ მიზნისკენ მიმავალ გზაზე გვერდში დამიდგა. ყოველთვის გამეხარდება ჩემი გუნდის წარმატება – მომავალი „ილინოისისაა“ , – დაწერა გიორგიმ.

 

View this post on Instagram

 

A post shared by Giorgi B (@cherrigiorgi)

 

 

წყარო – cherrigiorgi

 

 

 

 

 

 

 

გიორგი ცუცქირიძე: “ახლა მთავარია მოედანზე დავბრუნდე და დავიბრუნო სათამაშო დრო”