კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

გიორგი ბეჟანიშვილი 13 წუთი ითამაშა “ილინოისის” მოგებულ შეხვედრაში (ვიდეო)

Image source: fightingillini.com

 

ამერიკის სტუდენტურ ლიგაში – NCAA გიორგი ბეჟანიშვილის “ილინოისი” სტუმრად “ნორტვესტერნს” შეხვდა და 8 ქულის სხვაობით – 74:66 ანგარიშით დაამარცხა. (შეხვედრის მიმოხილვა)

ქართველი კალათბურთელი ისევ სასტარტო ხუთეულში არ გამოვიდა და თამაშში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო.

ბეჟანიშვილმა მოედანზე 13 წუთი გაატარა, 2 ქულა და 5 მოხსნა მიითვალა.

ილინოისსდიდი 10-ის კონფერენციაში 19 მოგება და 9 მარცხი აქვს და გათამაშების მე-5 ადგილზეა, მომდევნო მატჩი კი 1 მარტს საკუთარ მოედანზე “ინდიანასთან” ელის.

 

წყარო – fightingillini.com

 

ევროპა ლიგა: დღის “სქილის” ავტორი – ნიკოლას იოანუ (ვიდეო)