კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

გიორგი ბერიძე: “კარგი იქნებოდა, მე და ბუდუ ერთ გუნდში რომ ვყოფილიყავით”

გიორგი ბერიძის პირველი კომენტარი თასს დაეუფლების შემდეგ

 

საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი, გიორგი ბერიძე ბუდაპეშტის “უიპეშტთან” ერთად უნგრეთის თასის გამარჯვებული გახდა. ეროვნული ნაკრების შემტევმა თამაშზე პირველ არხთან განაცხადა, რომ მისთვის კარიერაში გამორჩეული დღე იყო.

„ეს ჩემს კარიერაში პირველი ტიტული იყო და ძალიან გამიხარდა. მით უფრო, რომ ფავორიტად „ფეჰერვარი“ მიიჩნეოდა, მაგრამ „უიპეშტმა“ მოახერხა და თასთან ერთად, ევროსაგზური მოიპოვა.

რა თქმა უნდა, ფინალში გოლი კარგია. მაგრამ მთავარია არა ის, მე რა გავაკეთე, არამედ ის, რომ „უიპეშტმა“ წარმატებას მიაღწია. არჩევანი რომ ყოფილიყო, ჩემი გოლი თუ თასის მოპოვება, რა თქმა უნდა, ტიტულის აღებას ვამჯობინებდი.

კარგი იქნებოდა, მე და ბუდუ ერთ გუნდში რომ ვყოფილიყავით. საწყენია, რომ მისმა გუნდმა წააგო, მაგრამ რას ვიზამთ, ასეა ფეხბურთი. მე მას ყოველთვის წარმატებებს ვუსურვებ“, – აცხადებს ბერიძე.

აღვნიშნოთ, რომ ამ გამარჯვებით გიორგის „უიპეშტმა“ უნგრეთის თასს მეთერთმეტედ დაეუფლა.

 

 

 

 

წყარო – 1tv.ge

 

 

 

 

 

 

 

ვაკო ყაზაიშვილი K-ლიგა-1-ის ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა (ფოტო)