კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

    • Vbetnews

      ბოლო ამბები ფეხბურთის, კალათბურთის,ჩოგბურთის და რაგბის შესახებ

გიორგი ბერიძე: “ეს ჩემთვის შანსია, რომ მარტში ნაკრებთან ერთად თავი კარგად წარმოვაჩინო და თავი დავიმკვიდრო”

გიორგი ბერიძის კომენტარი ეროვნულ ნაკრებში გამოძახების შემდეგ

Image source: ujpestfc ინსტაგრამის გვერდი

 

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ახლადდანიშნულმა მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა გუშინ საკვალიფიკაციო ეტაპის 3 (შვედეთი, ესპანეთი და საბერძნეთი) ოფიციალურ შეხვედრაში მონაწილეობის მისაღებად 25 ფეხბურთელი გამოიძახა. სანიოლმა ნაკრებში უნგრული „უიპეშტის“ 23 წლის თავდამსხმელი გიორგი ბერიძე დააბრუნა.

ბერიძემ ნაკრებში დაბრუნების შესახებ კომენტარი გააკეთა.

“ნაკრების სამწვრთნელო სტაფს მადლობას ვუხდი ნდობისთვის. ეს ჩემთვის შანსია, რომ მარტში ნაკრებთან ერთად თავი კარგად წარმოვაჩინო და თავი დავიმკვიდრო. სამი წლის წინ ვლადიმირ ვაისმა ამხანაგურ შეხვედრებზე გამომიძახა და გახარებული ვიყავი. ახლა კი ოფიციალურ შეხვედრაში მიმიწვიეს, რაც კიდევ უფრო მეტი ემოციაა.

სამივე ძლიერი გუნდია და მძიმე მატჩები გველის, მაგრამ ჩემთვის ეს ყველაზე დიდი სტიმულია. თამაში ყველასთან შეიძლება, მით უფრო პანდემიის შემდეგ. წინასწარ ვერ გაიგებ, ვინ ვის მოუგებს. უნდა შევეცადოთ, ქულათა მაქსიმალური რაოდენობა დავაგროვოთ“, – ამბობს ბერიძე.

ბერიძეს მიმდინარე სეზონში უნგრეთის ჩემპიონატში უკვე 8 გოლი აქვს გატანილი, ხოლო უნგრეთის თასზე – 5. „უიპეშტმა“ 34 ქულა დააგროვა და სატურნირო ცხრილში მე-6 ადგილზე იმყოფება.

 

 

წყარო – 1tv.ge

 

 

 

 

 

გორის „დილას“ გვინეელი შემტევი: “მოხარული ვარ, რომ ჩემი გოლით გუნდს გამარჯვების მოპოვებაში დავეხმარე”