კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

გიორგი ათაბეგაშვილი: “შემდეგი ოთხი წელიწადი ჩვენთვის არ იქნება იოლი”

გიორგი ათაბეგაშვილის კომენტარი

Image source: gjf.ge

 

გუშინ გაიმართა საქართველოს ძიუდოს ეროვნული ფედერაციის საანგარიშო-საარჩევნო ყრილობა. ეპიდემოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე, ყრილობა ღია სივრცეში, თბილისში, ძიუდოს აკადემიის ტერიტორიაზე მდებარე მოედანზე ჩატარდა.

საქართველოს ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტმა გიორგი ათაბეგაშვილმა შემდგომი პერიოდის გეგმებზე ილაპარაკა:

„ჩვენთვის ბევრ ნიშნავს კონსოლიდირებული გარემო.

დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ყველა დელეგატს, რომლებმაც ნდობა გამომიცხადეს. უპირველესად, ესაა უდიდესი პასუხისმგებლობა, მე მზად ვიყავი ეს გამოწვევა მიმეღო. ბოლო წლებში დაწყებულმა საქმეებმა დასავლურ სტანდარტებს დაგვაახლოვა. ძიუდოს ფედერაციამ მრავალი რეფორმა განახორციელა, რომლის წყალობითაც ბოლო წლებში შედეგებს ვიმკით, სპორტში კი წარმატების მთავარი ინდიკატორი შედეგებია.

შემდეგი ოთხი წელიწადი ჩვენთვის არ იქნება იოლი იქიდან გამომდინარე, რომ დატვირთული კალენდარია, პანდემია კი თავს გვესხმის. იძულებულები ვართ, გავუმკლავდეთ და ახალი წესები მივიღოთ. მიღწეული წარმატებები მოდუნების საშუალებას არ გვაძლევს, მაგრამ ჩვენი გუნდი მზადაა, ამ გამოწვევებს გაუმკლავდეს. ძიუდოს ფედერაციის მიზანი ერთობაა და შევეცდებით, დღეს გამოვლენილი ერთობა შევინარჩუნოთ, რაც წარმატების წინაპირობაა“, – ეს საქართველოს ძიუდოს ეროვნული ფედერაციის ყრილობაზე პრეზიდენტად არჩეულმა გიორგი ათაბეგაშვილმა განაცხადა.

აღვნიშნოთ, რომ პირველი ვიცე-პრეზიდენტი დავით ქევხიშვილი გახდა. ვიცე-პრეზიდენტებად აირჩიესზაზა გულბიანი, ზაქრო კევლიშვილი, თამაზ ნავერიანი და ცეზარ ჩოჩელი, გენერალურ მდივნად.

 

 

 

 

წყარო – 1tv.ge

 

 

 

 

 

საქართველოს ძიუდოს ფედერაციამ პრეზიდენტი აირჩია