კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

გიორგი ათაბეგაშვილი: “ოლიმპიადისთვის ნაკრების დაკომპლექტება მიმდინარეობს”

გიორგი ათაბეგაშვილის ინტერვიუ პირველ არხთან

Image source: საქართველოს ძიუდოს ფედერაციის ფეისბუქ გვერდი

 

მიმდინარე წლის 16-18 აპრილს პორტუგალიის დედაქალაქი ლისაბონი ძიუდოში ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლებს. საქართველოს ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტმა, გიორგი ათაბეგაშვილმა მოახლოებულ ევროპის ჩემპიონატსა და წლის მთავარ ამოცანებზე საქართველოს პირველ არხთან ისაუბრა.

“ევროპის ჩემპიონატზე ნაკრები პორტუგალიაში ორ ეტაპად გაემგზავრება. პირველი ჯგუფი 13 აპრილს წავიდა, მეორე ნაკადი კი ხვალ, 15 აპრილს გაემგზავრება. სულ ევროპის ჩემპიონატზე 9 ვაჟი და 5 გოგონა იასპარეზებს. შეიძლება ითქვას, რომ უძლიერესი შემადგენლობით მიდის, თუ არ ჩავთვლით 60 და 81 კილოგრამ წონით კატეგორიებს. 81-ის გამოტოვების ხარჯზე სამწვრთნელო სტაფმა მონაწილეთა რაოდენობა სამ წონით კატეგორიაში გაიარა. ეს იქიდან გამომდინარე, რომ ოლიმპიადისთვის ნაკრების დაკომპლექტება მიმდინარეობს.

იმედია, იანვარში დოჰას მასტერზე დაწყებული წარმატებული სერია ევროპის ჩემპიონატზეც გაგრძელდება. ის იქნება იმის საფუძველი, რომ მსოფლიოს ჩემპიონატსა და ოლიმპიადაზე იმ შედეგებს მივაღწიოთ, რასაც ძიუდოს ფედერაცია მწვრთნელებთან და სპორტსმენებთან ერთად მიზნად ისახავს“, – განაცხადა გიორგი ათაბეგაშვილმა საქართველოს პირველ არხთან.

 

 

 

წყარო – 1tv.ge

 

 

 

 

 

ოფიციალურად: „საბურთალოს“ 46 წლის ხვიჩა შუბითიძე ჩაიბარებს