გიორგი არაბიძე, რომელიც პორტუგალიური “ნასიონალიდან” ვოლგოგრადის “როტორში” გადავიდა, ახალ გუნდში ქართველ ფეხბურთელებთან ერთად ივარჯიშა.
შეგახსენებთ, რომ ვოლგოგრადის „როტორი“ პორტუგალიურ გუნდთან 6-თვიან იჯარაზე შეთანხმდა, თუმცა, ამის შემდეგ გიორგის პორტუგალიაში დაბრუნება არ უნდა. ხელშეკრულებაში ტრანსფერის გამოსყიდვაც არის გათვალისწინებული.
ვიდეობი
ფოტოები