კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

გიორგი არაბიძე კარიერას რუსეთის ჩემპიონატში გააგრძელებს

არაბიძე როტორში გადავიდა

Image source: Nacional FC

 

ქართველი ფეხბურთელი გიორგი არაბიძე კარიერას „როტორში“ გააგრძელებს. საქართველოს „პირველი არხის“ ექსკლუზიური ინფორმაციით, ახალგაზრდა შემტევი ვოლგოგრადულ გუნდს შეუერთდა.

არაბიძე ბოლოს პორტუგალიურ „ნასიონალში“ თამაშობდა, ხოლო გასული სეზონი იჯარით თურქულ „ადანასპორში“ გაატარა. მანამდე გიორგი დონეცკის „შახტარსა“ და თბილისის „ლოკომოტივში“ აქვს ნათამაშები. საქართველოს ნაკრებში გიორგიმ 4 თამაშში 3 გოლი გაიტანა.

„როტორში“ კი ქართველი ფეხბურთელები მრავლად არიან. საბა კვირკველია, ზურიკო დავითაშვილი, ბექა მიქელთაძე და ნიკა ყიფიანი რუსული კლუბის ღირსებას იცავენ.

 

წყარო – 1tv.ge

 

ხვიჩა კვარაცხელიას სტატისტიკა მიმდინარე სეზონში