კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

    • Vbetnews

      ბოლო ამბები ფეხბურთის, კალათბურთის,ჩოგბურთის და რაგბის შესახებ

გიორგი არაბიძე: “ამის შემდეგ მე პორტუგალიაში დაბრუნება არ მინდა”

გიორგი არაბიძის ინტერვიუ

Image source: Giorgi Arabidze ფეისბუქ გვერდი

 

ქართველი ფეხბურთელი გიორგი არაბიძე კარიერას „როტორში“ გააგრძელებს. აღნიშნული ინფორმაცია გუშინ პირველი არხზე გავრცელდა. აღნიშნული ფაქტი თავად ფეხბურთელმა დაადასტურა.

“ვოლგოგრადულ გუნდთან კონტრაქტი უკვე გავაფორმე. მთავარი მწვრთნელი ალექსანდრ ხაცკევიჩი უკრაინიდან მიცნობს. როდესაც ის კიევის „დინამოს“ მთავარი მწვრთნელი იყო, მე დონეცკის „შახტარის“ დუბლ-შემადგენლობაში ვთამაშობდი. ეს ტრანსფერი მამუკა ჯუღელის დამსახურებაა, რომელიც მენდო და პორტუგალიიდან წამომიყვანა. ამისთვის მას მადლობას ვუხდი. მჯერა, რომ ამ ნდობას მოედანზე კარგი თამაშით გავამართლებ.

ვოლგოგრადის „როტორმა“ ჩემს პორტუგალიურ გუნდთან, „ნასიონალთან“ მოილაპარაკა და 6-თვიან იჯარაზე შეუთანხმდა. თუმცა, ამის შემდეგ მე პორტუგალიაში დაბრუნება არ მინდა, ხელშეკრულებაში კი ჩემი ტრანსფერის გამოსყიდვაც გათვალისწინებულია“, – განაცხადა პირველ არხთან გიორგი არაბიძემ.

„როტორში“ კი ქართველი ფეხბურთელები მრავლად არიან – საბა კვირკველია, ზურიკო დავითაშვილი, ბექა მიქელთაძე და ნიკა ყიფიანი რუსული კლუბის ღირსებას იცავენ.

 

 

წყარო – 1tv.ge

 

 

 

გიორგი არაბიძე კარიერას რუსეთის ჩემპიონატში გააგრძელებს