კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

გიორგი არაბიძე: “აქ კარგი გარემოა და ყველაფერს გავაკეთებ”

არაბიძის კომენტარი

Image source: Rotor FC

 

გიორგი არაბიძის ტრანსფერი დღეს „როტორმა“ ოფიციალურად დაადასტურა. ქართველმა ფეხბურთელმა კი კლუბის ვებგვერდთან კომენტარი გააკეთა და განაცხადა, რომ ძალიან კარგ გარემოში მოხვდა.

„მოხარული ვარ, რომ  გუნდს შევუერთი. მომწონს, რაც აქ ორი დღის განმავლობაში ვნახე. ძალიან მეგობრული გუნდია. ყველა ერთმანეთს ეხმარება და ეს შედეგის მისაღწევად მთავარი ფაქტორია. ჩემის მხრივ, შევეცდები, გუნდის დასახმარებლად ყველაფერი გავაკეთო“ – თქვა არაბიძემ.

შეგახსენებთ, რომ გიორგი არაბიძე „ნასიონალის“ საკუთრებაშია და „როტორში“ მიმდინარე სეზონის ბოლომდე იჯარით ითამაშებს. რუსული გუნდი თურქეთში შეკრებაზეა და არაბიძეც გუნდთან ერთად ემზადება.

 

 

წყარო – Rotor FC

 

საქართველოს თასის მფლობელი “გაგრა” 10-მა ფეხბურთელმა დატოვა