კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

გიორგი აბურჯანიას “ტვენტეში” სათამაშო დრო არ მიეცემა. მიზეზი მარტივია

Image source: Getty Images

 

გამოცემა twentefans.nl-ის ქართველ ნახევარმცველს გიორგი აბურჯანიას გუნდში მძიმე პერიოდი უდგება.

საქმე იმაშია, რომ საფეხბურთო კლუბ “ტვენტეს” ცენტრალური ნახევარმცველის პოზიციაზე საკმაოდ ბევრი შესაფერისი კანდიდატურა ჰყავს და მათ შორის დიდი კონკურენციაა. ბევრ მათგანს სათამაშო საერთოდ არ ეძლევა და ასეთი პრობლემა აქვს 24 წლის ქართველ ფეხბურთელსაც. ჟურნალისტ ლეონ თენ ვორდის თქმით, აბურჯანიას ყოფნა გუნდისთვის დიდი პოტენციალია, თუმცა შექმნილ ვითარებაში მას სათამაშო დრო არ მიეცემა და ის გუნდს ვეღარ წაადგება.

აბურჯანია ზაფხულში ესპანური “სევილიადან” ჰოლანდიურ კლუბში 2-წლიანი იჯარით გადავიდა. მიუხედავად იმისა, რომ ის საქართველოს ნაკრებში სტაბილურად თამაშობს, კლუბში სათამაშო პრაქტიკის ნაკლებობა აქვს.

ქართველმა ნახევარმცველმა მიმდინარე სეზონში 10 მატჩი ჩაატარა (146 წუთი) და ჰოლანდიის ჩემპიონატში ერთი გოლი გაიტანა.

წყარო – twentefans.nl

ტოპ-10 ყველაზე პოპულარული ქართველი ფეხბურთელი Instagram-ში