კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

გიორგი აბურჯანია “ჟილ ვისენტე“ – “ბელენენსეშის” მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა (ვიდეო)

აბურჯანია მატჩის საუკეთესოდ აღიარეს

Image source: abola.pt

 

საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრმა გიორგი აბურჯანიამ პორტუგალიურ “ჟილ ვისენტეში“ პირველი გოლი გაიტანა “ბელენენსეშთან” ფრედ 1:1 დასრულებულ მატჩში.

ქართველი ლეგიონერის გუნდი აუტსაიდერთან 90+2′ წუთამდე 0:1 ანგარიშით აგებდა. აბურჯანია სათადარიგოთა სკამზე იყო და მოედანზე მხოლოდ 86′-ე წუთზე შევიდა, ხოლო 6 წუთში კი ზუსტი თავური დარტყმით გოლი გაიტანა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა – 1:1.

ამ გოლით კი გიორგი მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა.

 

აღვნიშნოთ, რომ აბურჯანიამ „ჟილ ვისენტეს“ რიგებში თავისი მე-4 თამაში ჩაატარა და პირველად გაიტანა.

 

 

 

 

წყარო – gilvicente.fc