კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

გიორგი აბურჯანია: “ამ სამ შეხვედრაში ოთხი ან მეტი ქულის მოპოვებაც შეგვეძლო”

გიორგი აბურჯანიას მატჩის შემდგომი კომენტარი

Image source: gff.ge

 

ფიფას 2022 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში საქართველომ სტუმრად საბერძნეთთან ფრედ 1:1 ითამაშა. მატჩის შემდეგ თამაში “კარტახენას” ნახევარმცველმა გიორგი აბურჯანიამ შეაფასა.

“ურთულესი კალენდარი გვქონდა, სტუმრად შვედეთს და საბერძნეთს დავუპირისპირდით, საკუთარ მოედანზე კი, ესპანეთს. ამის მიუხედავად, გუნდმა საკუთარი თავი კარგად წარმოაჩინა და აჩვენა, თუ რა მიმართულებით ვითარდება.

პირველი ქულა გასვლაზე საბერძნეთთან მოვიპოვეთ და ეს ადვილი ნამდვილად არ იყო. ვფიქრობ, უფრო მეტად, რომ გაგვმართლებოდა ამ სამ შეხვედრაში ოთხი ან მეტი ქულის მოპოვებაც შეგვეძლო.

კიდევ ერთხელ უნდა აღინიშნოს, რომ მწვრთნელს სამუშაოდ დიდი დრო არ ჰქონდა, რადგან ყოველ სამ დღეში თამაში იყო” , – აბურჯანიამ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა სამ თამაშში 1 ქულა მოიპოვა, ხოლო მომდევნო შეხვედრას 2 ივნისს რუმინეთის ნაკრებთან გამართავს, რომელიც ამხანაგური იქნება.

 

 

 

წყარო – nakrebi.ge

 

 

 

 

 

ხვიჩა კვარაცხელია: “ვთვლი, რომ ასე უნდა გავაგრძელოთ – თამაშები მოვიგოთ”