კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

გიგა ჭიკაძეს 2021 წლის ბოლომდე 5 ბრძოლის ჩატარება სურს

გიგა ჭიკაძე დეკემბრამდე 5 ბრძოლას გამართავს

Image source: knockoutcancer ინსტაგრამის გვერდი

 

UFC-ის ქართველი მებრძოლი, გიგა ჭიკაძეს 2021 წლის დეკემბრამდე 5 ბრძოლის ჩატარება სურს.

ჭიკაძემ სოციალურ ქსელში დაასახელა მეტოქეები, რომლებთანაც ჩხუბი სურს, ესენი არიან: „ივლისში – იაირ როდრიგესი, აგვისტოში – ედსონ ბარბოსა, სექტემბერში – ჩან სუნ იანგი, ოქტომბერში – კელვინ კატარი. ნოემბერში – მაქს ჰოლოუეი. დეკემბერში – საჩემპიონო ქამარი“.

შეგახსენებთ, რომ გიგა ჭიკაძემ UFC-ში ბოლო ბრძოლა კაბ სუონსონის წინააღმდეგ გამართა, რომელიც ტექნიკური ნოკაუტით დაამარცხა და „ნინძამ“ UFC-ში ზედიზედ მე-6 გამარჯვება მოიპოვა.

 

 

 

 

 

ბორჯღალოსნები ტესტ-მატჩები “ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ”