კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

    • Vbetnews

      ბოლო ამბები ფეხბურთის, კალათბურთის,ჩოგბურთის და რაგბის შესახებ

გიგა ჭიკაძე: “დეკემბრის დასაწყისში მსურს ჩემი მეექვსე ბრძოლის ჩატარება”

გიგა ჭიკაძის ინტერვიუ

Image source: Getty Images

 

UFC-ის საშუალო წონითი დივიზიონის (middleweight) წარმომადგენელს გიგა ჭიკაძეს ძალიან შთამბეჭდავი სტატისტიკა აქვს – 5 მოგება და არც ერთი მარცხი. აღვნიშნოთ, რომ რამდენიმე დღის წინ ლას ვეგასში UFC-ის მორიგ ქარდზე (Vegas 13) ჭიკაძე დებიუტანტ ჯერემი საიმონსს დაუპირისპირდა და პირველი ნოკაუტი გაიფორმა.

გიგას ლოს ანჯელესში 1tv.ge-დან დაუკავშირდნენ.

“ძალიან მინდოდა, რომ ბრძოლა ნაადრევად, პირველივე რაუნდში დამესრულებინა, მაგრამ აქვე გეტყვით, რომ ვცდილობდი ეს ყველაფერი ზედმეტი სიჩქარის გარეშე მომეხერხებინა. აქამდე გამართულ ოთხივე ბრძოლაში ვცდილობდი ნოკაუტით გამარჯვებას და ვფიქრობ სწორედ ნაჩქარები გადაწყვეტილებების გამო ვერ შევძელი ეს. ამჯერად ბევრად დინჯად წარვმართე ბრძოლა და როგორც ხედავთ, ამან შედეგი გამოიღო.

დიახ ნამდვილად ვესაუბრე ბრძოლის დასრულების შემდეგ დანას და მას ვთხოვე, რომ დეკემბრის დასაწყისში მოეცა ჩემთვის ბრძოლის ჩატარების შანსი. ეს მას ძალიან მოეწონა და დამპირდა რომ სურვილს ამისრულებს. მე დეკემბრის დასაწყისში მსურს ჩემი მე-6 ბრძოლის ჩატარება და თვის ბოლოს საქართველოში ვგეგმავ ჩამოსვლას.

დიდი სურვილი მაქვს, რომ დეკემბერში სწორედ ჯერემი სტეფენსთან ჩავატარო ბრძოლა. ჯერჯერობით ამ მხრივ ყველაფერი კარგად მიდის. ამჟამად მიმდინარეობს მოლაპარაკების პროცესი. ჯერემი თანახმაა და UFC-ისაც ძალიან მოსწონს ეს იდეა, აქედან გამომდინარე მგონია, რომ ჩვენი დაპირისპირება აუცილებლად შედგება. თუმცა ოფიციალურად ეს ჯერ არ არის დადასტურებული. იმ შემთხვევაში თუ სტეფენსთან ბრძოლა არ გამოვა, მაშინ აუცილებლად ტოპ 10-ის სხვა მებრძოლი მსურს შემდგომ მეტოქედ.

უკვე წელიწადნახევარია რაც სამშობლოში არ ვყოფილვარ. მომდევნო ბრძოლის შემდეგ აუცილებლად ჩამოვალ და დაახლოებით 1 თვე გავჩერდები საქართველოში” , – განაცხადა ჭიკაძემ.

 

 

 

წყარო – 1tv.ge

 

 

 

 

 

 

გლდანის ხელბურთის აკადემიაში საქართველოს თასის გათამაშებამ სტარტი აიღო