კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

    • Vbetnews

      ბოლო ამბები ფეხბურთის, კალათბურთის,ჩოგბურთის და რაგბის შესახებ

გიგა ჭიკაძე: “ბევრს გაუჩნდა ის კითხვა თუ “რატომ მახვედრებს UFC დებიუტანტს”

გიგა ჭიკაძის კომენტარი

Image source: Getty Images

 

UFC-ის ქართველი მებრძოლი გიგა ჭიკაძე მე-5 ბრძოლას ლას ვეგასში, 7 ნოემბერს ჩაატარებს. 32 წლის გიგას მეტოქე ამერიკელი ჯეიმი საიმონსი იქნება, რომელსაც MMA-ში 7 მოგება და 2 მარცხი აქვს და UFC-ის ეგიდით სადებიუტო ბრძოლას გამართავს.

ჭიკაძემ თავის მომავალ მეტოქეზე ისაუბრა:

“არ მიკვირს, რომ ბევრს გაუჩნდა ის კითხვა თუ “რატომ მახვედრებს UFC დებიუტანტს”.
მოკლედ აგიხსით, შემომთავაზეს Arnold Allen-თან ბრძოლა, რომელიც რეიტინგში არის #9 და მეც დავთანხმდი რადგან ძალიან კარგი წინ სვლა იქნებოდა, მაგრამ შვარცნეგერამ “არა მადლობთო” და UFC-მ ახალი მეტოქის ძებნა დაიწყო ჩემთვის შოუ რომ გადაერჩინათ და მოძებნეს Jamey Simmons, რომლის რეკორდიც არის 7:2 და ბოლო ბრძოლა მოიგო 17 ოქტომბერს.” , – წერს ჭიკაძე ფეისბუკის საკუთარ გვერდზე.

 

 

წყარო – GIGA CHIKADZE

 

 

 

 

“თელავმა” მეორედ საჩხერის “ჩიხურა” დაამარცხა