კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

გია ცეცაძე ყოფილი გუნდის ეროვნულ ლიგაში დაბრუნებას გამოეხმაურა

Image source: Giorgi Tsetsadze

 

საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების მწვრთნელი, გია ცეცაძე “სამტრედიას” ეროვნულ ლიგაში დაბრუნებას გამოეხმაურა.

იმერულმა გუნდმა პლეი-აუტის მატჩში ბოლნისის “სიონი” დიდი ანგარიშით 4-1 დაამარცხა და ქვეყნის უმაღლეს ლიგაში დაბრუნება მოახერხა.

“გილოცავთ თქვენი ადგილის ღირსეულ დაბრუნდბას სამტრედიელებო !!!” – წერს გია ცეცაძე სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, რომ 2015 წლიდან 2018 წლამდე ცეცაძე “სამტრედიას” წვრთნიდა. მასთან ერთად გუნდმა საქართველოს სუპერთასი მოიგო.

წყარო – Giorgi Tsetsadze Facebook

წარმატებული სტარტის შემდეგ მარიამ ბოლქვაძემ დუბაის 100 ათასიან ტრუნირზე ასპარეზობა დაასრულა