კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

გია ცეცაძე: “მოლაპარაკებები გვაქვს ქართველ და უცხოელ ფეხბურთელებთან, ვცდილობთ გაძლიერებას”

Image source: FC Saburtalo

 

თბილისის „საბურთალოს“ მთავარმა მწვრთნელმა გია ცეცაძემ კლუბში ოფიციალური წარდგენის შემდეგ კომენტარი გააკეთა. ქართველმა სპეციალისტმა განაცხადა, რომ „საბურთალო“ მისთვის უცხო ადგილი არაა.

ამასთანავე უახლოეს მიზნებზე და გეგმებზე ისაუბრა. პირველ წელს მთავარი მიზანი ჩემპიონობაა, ხოლო გაისად ევროტურნირების ჯგუფურ ეტაპზე თამაში.

„მადლობა ღმერთს, რომ ასე მოხდა და ძალიან ბედნიერი ვარ, რადგან ჩემი პირველი ნაბიჯები ფეხბურთში სწორედ აქ იყო და აქედან დაიწყო და დაიწყო. სულ ვფიქრობდი და არ გამოვრიცხავდი იმას, რომ მომიწევდა დაბრუნება და მადლობა ღმერთს, რომ ჩვენი ურთიერთობა შედგა.

თუმცა, მანამდეც, თითქმის ყოველდღიური არაოფიციალური ურთიერთობა გვქონდა და ამ ხნის განმავლობაში ურთიერთობა არ გაგვიწყვეტია. „საბურთალოს“ გულისცემა ვიცოდი და უცხო არაა ეს კლუბი ჩემთვის.

შეკრებას რაც შეეხება, ორი შეკრება ჰქვია. ჯერ თბილისში ვართ, შემდეგ თურქეთში წავალთ, ისევ თბილისში დავბრუნდებით და ბოლოს ესპანეთში გავემგზავრებით, სადაც რამდენიმე ამხანაგური თამაში გვექნება.

ცვლილებები არის, ფეხბურთელები წავიდნენ და მოვიდნენ, მიმდინარეობს მოლაპარაკებები, როგორც ქართველებთან და ლეგიონერებთან და ვცდილობთ გავძლიერდეთ. მიზნებს რაც შეეხება, საქართველოს ჩემპიონობა ეს აუცილებელი მიზანია, ხოლო ევროპაში კონკრეტულად მიზნის დასახვა წელს რთულია, მაგრამ ყველა თამაშში მოსაგებად გავალთ და მაქსიმუმს ვეცდებით, ხოლო გაისად უკვე ვეცდებით ჯგუფურ ეტაპზე მოვხვდეთ“ – თქვა ჩვენთან საუბარში ცეცაძემ.

შეგახსენებთ, რომ გია ცეცაძემ „საბურთალოსთან“ 3-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.

 

გიორგი მაკარიძის კიდევ ერთი აღიარება პორტუგალიაში!