კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

გია გრიგალავა და აჯოევი ივიცა ოლიჩს – “თავს გაგიტეხავ” – 2-წლიანი დისკვალიფიკაცია?

გია გრიგალავას 2-წლიანი დისკვალიფიკაცია ემუქრება

Image source: championat ტვიტერის გვერდი

 

რუსეთის თასის 1/4-ფინალური მატჩის (“არსენალი ტულა“ – “ცსკას” 1:2) შემდეგ მასპინძელი გუნდის ფეხბურთელები, საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველი გია გრიგალავა და თავდამსხმელი გურამ აჯოევი „არმიელთა“ მთავარ მწვრთნელს ხორვატ ივიცა ოლიჩს თავის გატეხვით დაემუქრნენ.

გამოცემის ინფორმაციის თანახმად შესაძლებელია ფეხბურთელებს დააკისრონ ფინანსური ჯარიმა და/ან დისკვალიფიკაცია სამი მატჩიდან ორ წლამდე ვადით.

გრიგალავამ მატჩი ძირითად შემადგენლობაში დაიწყო და 90′-ე წუთზე შეცვალეს, ხოლო აჯოევი კი სათადარიგოთა სკამზე იჯდა.

“არსენალი ტულა“ რუსეთის ჩემპიონატში 24 ტურის შემდეგ 17 ქულით მე-14 ადგილზე იმყოფება.

 

 

 

წყარო – championat.com

 

 

 

 

 

ავთანდილ ასათიანის გუნდს 4 მოთამაშე გამოაკლდა საფრანგეთის წინააღმდეგ მატჩის წინ გამართულ ბოლო ვარჯიშზე